Saturday, March 27, 2010

ელექტროლიტი

http://ekologiaaa.blogspot.com/2009/11/blog-post_8067.html
გაკვეთილის სცენარი


როდის ,,ცივა” და როდის ,,ცხელა” ხსნარში

გაკვეთილის მიზანი: იმსჯელოს ელექტროლიტის შესახე დისოციაციის მიხედვით, განსაზღვროს, რომელი ელექტროლიტები განსაზღვრავენ ხსნარის ,,გაციებას” ან ,,გაცხელებას”. ახსნას დაჯგუფების მიზეზი. მცირე ექსპერიმენტით დაადგინოს ზემოთ აღნიშნული პროცესები.

გაკვეთილის მსვლელობა: ახლი მასალის განხილვის დაწყებამდე მასწავლებელი დაყოფს კლასს სამ ჯგუფად და თითოელ მადგანს სთხოვს დააკვირდეს , როგორ შეიცვლება ტემპერატურა, თუ ერთი ჯგუფი გახსნის წყალში სუფრის მარილს (NaCl), მეორე ნატრიუმის ტუტეს (NaOH) და მესამე შაქარს (C6H12O6).

ამოცანის გასამარტივებლად შეიძლება დაისვას შემდეგი კითხვები:

რა არის ელექტროლიტი? ელექტროლიტები როგორი ბმის შემცველები არიან? რა არის დისოციაცია? ხსნარში როგორი იონები გადადიან, შიშველი თუ ჰიდრატირებული? რა სითბური პროცესები მიმდინარეობს ჰიდრატაციისას და კრისტალური მესრის რღვევისას.

მასწავლებელი შემოიტანს აღნიშვნას, Qჰიდრ და Q კრისტ., Qჰიდრ სადაც ჰიტრატაციის დროს გამოყოფილი ენერგიაა, Q კრისტ ხოლო კრისტალური მესრის რღვევაზე დახარჯული ენერგია.

შემდეგ, მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ასახელებენ შესაბამის მაგალითებს, მასწავლებელი კი წერს დაფაზე. ამრიგად დაფაზე ჩნდება შემდეგი ჩანაწერი:

ნივთიერება ხსნარის ტემპერატურა ხსნარის ტემპერატურის განმსაზღვრელი ფაქტორი

NaCl შემცირდა Qჰიდრ < Q კრისტ

NaOH გაიზარდა Qჰიდრ > Q კრისტ

C6H12O6 არ შეიცვალა -------------------------



მოსწავლეები თვითონ მიდიან შედეგამდე, თუ რატომ არ შეიცვლება შაქრის გახსნისას ხსნარის ტემპერატურა. შაქარი ადვილად იხსნება წყალში, ხსნარის არც გაცივება შეინიშნება, რადგან შაქრის კრისტალერი მესერი არ არის მტკიცე, არც ხსნარის გათბობა, რადგან შაქარსა და წყლის მოლეკულებს შორის ურთიეთქმედება არ არის ძლიერი.

ცოდნის განვრცობისა და განმტკიცების მიზნით მოსწავლეები ასრულებენ პარაგრაფის ბოლოს მოცემულ დავალებებს, გაიყენებენ ისტ-ს, სადაც მოიძიებენ ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ელექტროლიტების ხსნარებზე ინფორმაციებს. ასევე მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ ცნობები მკვდარი ზღვის პროდუქციის შესახებ.

1 comment:

  1. ბრავოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    ანა , ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, რომ იყავი ვიცოდი , მაგრამ გაკვეთილის სცენარებს თუ წერდი და თანაც ასე კარგად, ამას ნამდვილად არ მოველოდი.
    მომეწონა შენი შემოტანილი ახალი ტერმინები მაგ.:ცივი, ცხელი, შიშველი და სხვ.ისე ზოგი რამ ჩემ სტილშია, მგონი:)

    ReplyDelete